ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
21 ნოემბერი 2024
 

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 492,000.0 ათას ლარს შეადგენს.
პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები შემდეგნაირად გადანაწილდა:
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 64,399.5 ათასი ლარი;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 261,478.9 ათასი ლარი;
ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 39,820.1 ათასი ლარი;
განათლება - 50,584.1 ათასი ლარი;
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 31,363.7 ათასი ლარი;
ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 29,327.5 ათასი ლარი;
ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 818.6 ათასი ლარი;
მუნიციპალური სერვისების განვითარება - 14,207.6 ათასი ლარი.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის დასკვნა, შენიშვნებთან და წინადადებებთან ერთად, ქალაქ ბათუმის მერს დღესვე გადაეგზავნება.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს, 25 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 165
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები