ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
19 ნოემბერი 2024
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალი წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 492,000.0 ათას ლარს, მათ შორის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას 261,478.9 ათასი ლარი მოხმარდება.
კერძოდ:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება - 108,819.3 ათასი ლარი;
სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება - 35,971.7 ათასი ლარი;
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 58,348.3 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი - 36,252.1 ათასი ლარი;
მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა - 1,246.5 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა - 14,214.2 ათასი ლარი;
ქალაქის კეთილმოწყობა - 6,626.8 ათასი ლარი.
რაც შეეხება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მისი დაფინანსება 16,390.1 ათას ლარს შეადგენს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze / მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა 26 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.
ქალაქ ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1378 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 207
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები