2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმში კიდევ ერთი ახალი, 250 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე #14 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, კეთილმოწყობილია ეზო და დამონტაჟებულია საბავშვო ატრაქციონები.
სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 113 ათას ლარს აღემატება.
გასულ თვეში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელიც 280 აღსაზრდელს ემსახურება.
ახალი საბავშვო ბაღი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი თავდგირიძემ საზეიმოდ გახსნეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში - დასრულდება #4 ბაღის სრული რეაბილიტაცია, ხოლო აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაღი გაიხსნება.