ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
30 ოქტომბერი 2024
 

საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ცნობილი ბათუმელი პედაგოგის გულნარა შანიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მდებარე სკვერში ლევან ქაჯაიას ბიუსტის განთავსების შესახებ და ქ. ბათუმში ვაჟა-ფშაველას N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე გიორგი გოგიბერიძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გულნარა შანიძის და გიორგი გოგიბერიძის მემორიალური დაფების განთავსების შესახებ საკითხების განხილვა საკრებულოს სხდომაზე, ხოლო ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მდებარე სკვერში ლევან ქაჯაიას ბიუსტის განთავსების საკითხს ბათუმის საკრებულო, კანონის შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ბიუსტის განთავსებასთან დაკავშირებით მიღებული დადებითი პასუხის შემდეგ განიხილავს.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 233
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები