ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
08 აგვისტო 2024
 

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა.
წარმოდგენილი პროექტით, ცვლილებები ხორციელდება როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ნაწილში ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.
განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, ძირითადად, ცვლილებები შეეხება ა(ა)იპ ბათუმის ბაღების გაერთიანების დაფინანსებას, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის, ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერისა და ხელოვანთა ხელშეწყობის პროგრამებს.
წარმოდგენილი პროექტით, საერთო ჯამში, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 3 მლნ ლარით იზრდება.
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს საკრებულო ხვალ, მორიგ სხდომაზე განიხილავს.
კომისიის სხდომას, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 637
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები