ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია
10 ივლისი 2024
 

ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება.
ცვლილებების საკითხზე იმსჯელა დღეს ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიამ. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით ხორციელდება მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციიის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება იგეგმება როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.
ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ცვლილება ხორციელდება მოწყვლადი სოციალური ჯგუფის მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში - იზრდება ღონისძიებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ხოლო შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციიის პროგრამის დაფინანსება იზრდება ბენეფიციართა მომართვიანობის გათვალისწინებით.
საერთო ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 7,000,8 ათასი ლარით იზრდება.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე Neriman Tsintsadze / ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა 12 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 498
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები