2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
საკრებულომ ცვლილება შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები შესაბამისობაში მოვიდა „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტების ნუხსასა და პრივატიზაციის გეგმაში. ცვლილების მიხედვით, განკარგულებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატა 6 ობიექტი, ხოლო უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმას - 17 ობიექტი.
საკრებულომ ქ. ბათუმში, ჯაყელის ქ. N44-ში მდებარე უძრავი ქონებიდან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 1/3 წილი უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას, პოზიტიური პირობით. აღნიშნული უძრავი ქონება ამ დრომდე მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანასაკუთრებას წარმოადგენდა.
ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე: 05.31.07.646; N05.31.07.728; N05.31.07.740; N05.31.07.647 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის N23 დადგენილებაში, რაც შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის’’ მიერ განაშენიანების დეტალურ გეგმაში გეგმარებით ერთეულზე საპროექტო შენობის დასმის კონტურების ცვლილებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილება არ წარმოადგენს არსებით ცვლილებას, რადგან არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესში“ მითითებულ არც ერთ ცვლილებას.
ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N1-ში, თამარ მეფის გამზირი N5გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კN05.30.39.004; 05.30.39.016) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის N27 დადგენილებაში. კერძოდ, გასწორდა დადგენილების I მუხლში დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომა და ნაცვლად, ,,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა’’, მიეთითა ,,მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა’’.
სხდომაზე დაამტკიცეს „განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის
გაზრდის შესახებ“ საკრებულოს განკარგულება, რომლის მიხედვით, შპს ,,გორილა ჯგუფი” ქალაქ ბათუმში, მარუხის ქ.N18-ში მდებარე ავარიული (დადასტურებული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით) საცხოვრებელი სახლის ათვისების სანაცვლოდ, დააკმაყოფილებს ავარიული სახლის მესაკუთრეებს და ამ მიზნით მოხდება შესაბამისი ხელმშეწყობი ღონისძიების გამოყენება სხვა ტერიტორიაზე, კერძოდ, ქ. ბათუმში, მესხეთის ქ.N15-ში და მესხეთის ქ.N15ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების სახით - განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტი დადგენილი 2,5-დან 3,8-მდე გაიზრდება. აღნიშნულის სანაცვლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საკუთრებაში გადაეცემა გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10 % საცხოვრებელი ბინების სახით.
საკრებულომ დაამტკიცა ,,განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ” განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შპს „დომუს სისაიდი“ ქალაქ ბათუმში, მ. ვარშანიძის ქ. N66ი-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის ათვისების სანაცვლოდ დააკმაყოფილებს ავარიული სახლის მესაკუთრეებს და ამ მიზნით მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ხელმშეწყობი ღონისძიება სხვა ტერიტორიაზე, კერძოდ ქ. ბათუმში, დასახლება გონიოში (ს/კ 05.36.24.425) მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების სახით - განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტი გაიზრდება 9,5-მდე. განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გადამეტების საკომპენსაციოდ გაზრდილი ინტენსივობის 10 % გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელი ბინების სახით, რომელიც გამოყენებული იქნება სოციალური მიზნით.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს N20 დადგენილებაში. ცვლილებები ითვალისწინებს გეგმარებითი ერთეულის არეალში მდებარე რომან გაბაიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის N05.24.22.776 განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გაზრდას დადგენილი 2,5-დან 7,0-მდე.
საკრებულომ დაამტკიცა შპს ,,სეიფ ინვესტის’’ მიერ წარმოდგენილი, ქალაქ ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის N16-ისა და აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის N16-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/ კN05.36.22.130; ს/კN05.36.22.618) განაშენიანების დეტალური გეგმა. აღნიშნული საპროექტო ნაკვეთები, ქალაქ ბათუმის განაშენიანების გეგმის მიხედვით, მდებარეობს დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში (სზ-2), სადაც მოქმედებს განაშენიანების შემდეგი პარამეტრები: განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) = 0,5; განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) = 1,2; გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) = 0,3. განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის 2,5-მდე გადამეტების მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, გადამეტებული ინტენსივობის 10 % გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
საკრებულომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისთვის ნებართვა შემოიღო და შესაბამისად დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ნ. ბარათაშვილის ქ. N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - ქეთევან კალანდარიშვილის, ხოლო, პ.მელიქიშვილის ქ. N 6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სერგო მოსესოვის მემორიალური დაფები განთავსდება.