ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
23 თებერვალი 2024
 

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის საკითხი განიხილეს. აღნიშნული სახის დადგენილებას, მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ადგილობრივი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები ადგენენ ყოველწლიურად არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
კომისიამ განიხილა ,,გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და აუქციონის პირობებისა და ჩატარების პროცედურების დადგენის შესახებ“ მუნიციპალიტეტის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი. პროექტი ითვალისწინებს ელექტრონული პირობებიანი აუქციონის პირობების ცვლილებას და ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას.
კომისიამ იმსჯელა დადგენილების პროექტზე, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღებას ითვალისწინებს. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2024 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი, რომლითაც ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა საკონტეინერო მოსაკრებელი. შესაბამისად, საკრებულოს დადგენილების პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღებას, კერძოდ, ერთი კონტეინერისთვის 30 ლარის ოდენობით. სხდომაზე აღინიშნა, რომ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კომისიამ, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და ,,ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N2 დადგენილების შესაბამისად, თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში მთლიანი ასიგნების 5%-ის ფარგლებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ ,,მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა პატრონობის“ პროგრამაში მიმდინარე ცვლილება დამტკიცებული წლიური ასიგნების 0,4%-ს შეადგენს, ხოლო ,,კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა“- 0,2 პროცენტს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს, 26 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1201
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები