ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კონფერენცია
10 თებერვალი 2024
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ,,ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მონაწილეეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IFES-ის პრეზიდენტმა - ანტონ ბანბერმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - გიორგი კალანდარიშვილმა, IFES საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - რენატა ლევოვსკიმ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. საქართველოში ახალი ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარებისა და მასში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.
ახალგაზრდების პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გამოწვევებისა და შესაძლებლობების საკითხებზე მიძღვნილ პანელში, მოხსენებები უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ წარმოადგინეს.
კონფერენცია, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო სისტემების, სამოქალაქო სექტორის, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ტექნოლოგიური არჩევნების დემონსტრირებით დასრულდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 817
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები