ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა სტუდენტებთან
07 დეკემბერი 2023
 
 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დღეს საკრებულოში უმასპინძლეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი თავდგირიძემ სტუდენტებს თვითმმართველობის ძირითადი არსი გააცნეს, ასევე, ესაუბრნენ საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და ზოგადად მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე.
სტუდენტები, დაინტერესდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმზე, ასევე იმ პროექტებზე რომელიც დაგეგმილია უახლოეს პერიოდში.
საკრებულოს წევრებმა მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროგრამებზეც, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს.
შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 354
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები