ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ღონისძიება
06 დეკემბერი 2023
 

დღეს ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გამართეს.
საბჭოს წევრები ბათუმის კავკასიის ბიზნეს სკოლის მე-7-10 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ესაუბრნენ ოჯახში ძალადობასა და ნაადრევ ქორწინებაზე. საინფორმაციო შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საკმაოდ მაღალი იყო ახალგაზრდების დაინტერესება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა მოსწავლეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს და უახლოეს პერიოდში მათთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა დაგეგმეს.
16-დღიანი ნარინჯისფერი გლობალური კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 296
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები