ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
27 ნოემბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს. წარმოდგენილი პროექტით ხორციელდება მუნიციპალიტეტის 2023 წლის მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის ცვლილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი.
საკრებულომ ასევე დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი, რომლითაც განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას
სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურები.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე დაამტკიცა ბათუმში, ადლიისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების შემაერთებელი ქუჩის მშენებლობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დამტკიცდა ბათუმში ორ მისამართზე: ქ. ბათუმში, კახაბრის ქ. N38; კახაბრის ქ. N40; კახაბრის ქ. N40-ს მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებსა (ს/კ. 05.31.07.372, 05.31.07.373, 05.31.07.852) და ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N139-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (N05.26.01.002).
საკრებულომ მხარი დაუჭირა ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე შოთა ზოიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხს.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 833
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები