2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს დღეს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე. წარმოდგენილი პროექტით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის ცვლილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
კომისიამ იმსჯელა ბათუმში, ადლიისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების შემაერთებელი ქუჩის მშენებლობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების საკითხზე, ასევე განიხილა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხი ორ მისამართზე: ქ. ბათუმში, კახაბრის ქ. N38; კახაბრის ქ. N40; კახაბრის ქ. N40-ს მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებსა (ს/კ. 05.31.07.372, 05.31.07.373, 05.31.07.852) და ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N139-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (N05.26.01.002).
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა, 27 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.