ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების , კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
20 ნოემბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელზეც განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები კომისიის წევრებს ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თამაზაშვილმა წარუდგინა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებები, საერთო ჯამში, 365,000.0 ათას ლარს შეადგენს.
მათ შორის, 2024 წელს განათლების მიმართულება - 43,495,6 ათასი ლარით, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულება კი 21,002,6 ათასი ლარით დაფინანსდება.
განათლების მიმართულებით:
ა(ა)იპ - ა(ა)იპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება 32,632.7 ათასი ლარით;
საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია - 10,687.9 ათასი ლარით;
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 45.0 ათასი ლარით;
სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის - 130.0 ათასი ლარით.
პრიორიტეტულია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ბათუმელ ახალგაზრდებს შორის აკადემიური მოსწრების ამაღლების სტიმულირება.
კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტის მიმართულებით საბიუჯეტო ასიგნებები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 682.0 ათასი ლარი;
ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა - 55.0 ათასი ლარი;
სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა - 5,886.7 ათასი ლარი;
ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი "ნონა" - 425.1 ათასი ლარი;
ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბი - 219.6 ათასი ლარი;
ა(ა)იპ - ბათუმის სპორტული ცენტრი - 3,440.6 ათასი ლარი;
სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 769.9 ათასი ლარი;
კულტურული ღონისძიებების მართვა - 1,689.0 ათასი ლარი;
ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებები - 1,470.0 ათასი ლარი;
კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა - 27.0 ათასი ლარი;
საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა - 720.0 ათასი ლარი;
კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა - 100.0 ათასი ლარი;
ფოლკლორის ხელშეწყობა - 1,693.4 ათასი ლარი;
თანამედროვე მუსიკის ხელშეწყობა - 404.0 ათასი ლარი;
კლასიკური მუსიკის ხელშეწყობა - 583.5 ათასი ლარი;
ხელოვანთა ხელშეწყობა - 47.0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა - 1,607.5 ათასი ლარი;
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია - 850.3 ათასი ლარი;
ახალგაზრდული ცენტრი - 308.0 ათასი ლარი;
ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა - 24.0 ათასი ლარი.
ამ მიმართულებით 2024 წელს განხორციელდება შემდეგი პროგრამები:
სპორტის განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობა; კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები; კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა.
პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ სფერობს შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების და ქალაქ ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
კომისიის სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე • Levan Tskhoidze უძღვებოდა.
დაინტერესებულ პირებს ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი განმარტებით ბარათთან ერთად და პრიორიტეტების დოკუმენტი შეუძლიათ იხილონ აქ: https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1324

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 65
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები