ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია
20 ნოემბერი 2023
 

საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დაიწყო.
დღეს გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაზე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელეს.
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენისას დაცულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე მუხლის მოთხოვნები, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ბიუჯეტის პროექტთან ერთად პრიორიტეტების დოკუმენტის წარდგენას გულისხმობს, ხოლო პროექტის შემოტანის ვადებთან დაკავშირებით კომისიას სამართლებრივი შენიშვნა არ გააჩნია.
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, დარგობრივ კომისებში განხილვის შემდგომ, პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნა, შენიშვნების გათვალისწინებით, წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნებითურთ, უკან დაუბრუნებს ქალაქ ბათუმის მერს. თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მერი ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არა უგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.
დაინტერესებულ პირებს ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი, განმარტებით ბარათთან და პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, შეუძლიათ იხილონ აქ: https://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=1324

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 732
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები