ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები
27 ოქტომბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძესთან ერთად, ბათუმის მუნიციპალური დროებითი ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია_რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახორციელებს.
პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 2 მლნ 500 ათასი ლარია გამოყოფილი.
დროებით ღამის თავშესაფარში კომფორტულ გარემოში ღამისთევას 70 ბენეფიციარი შეძლებს, საჭიროების შემთხვევაში გაეწევათ პირველადი სამედიცინო დახმარებაც, შეძლებენ ორჯერადი კვების მიღებასა და სხვა საჭირო სერვისებით სარგებლობასაც.
პროექტი ითვალისწინებს ოთხსართულიანი შენობის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობას.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 927
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები