2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ევროპის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი აკაკი ბერიძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს შადრევნის რეაბილიტაციას, ახალი გარეგანათებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას, დეკორატიული ფილების, ბორდიურებისა და მოაჯირების მონტაჟს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული სივრცეები, სარწყავი სისტემა, განთავსდება საპარკო ინვენტარი და დაირგვება მწვანე ნარგავები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რისთვისაც მილიონ 320 ათას ლარამდე დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის მოედანზე გასულ წელს უკვე დასრულდა მედეას ქანდაკების რესტავრაცია, რისთვისაც 442 ათას ლარზე მეტი გამოიყო.