ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ეროვნული კონფერენცია
10 ოქტომბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე თბილისში გამართულ ეროვნულ კონფერენციაში - “გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ - მონაწილეობდა.
ფართომასშტაბიან ღონისძიებას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტის მიზანია, დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებაში, რათა ადგილზე გააუმჯობესონ გენდერული თანასწორობის გარემო.
პროექტის განხორციელებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციას, რომლის ჩართულობით 49 მუნიციპალიტეტს, უკვე შემუშავებული აქვს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.
ეროვნული კონფერენცია, რომელიც პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 874
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები