ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ფორუმი
04 ოქტომბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე, ევროკავშირის პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროგრამის ფარგლებში", რეგიონულ ფორუმში სახელწოდებით- „მომავლისთვის შესაფერისი ქალაქები“ მონაწილეობენ.
ფორუმი, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (მერები, მერების მოადგილები) 200-მდე სტუმარი ესწრება, მიზნად ისახავს, ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრას, კრიზისის მართვის გზების შემოთავაზებას, ინოვაციურ მიდგომებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას ჩვენი ურბანული სივრცეები უფრო მწვანე, ჭკვიან და მდგრად გარემოდ. ფორუმს ესწრება არა-ერთი ევროპული ქალაქის მერიც. ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს პარალელური სესიები UNDP-ის მიერ ევროპიდან მოწვეული მენტორების მიერ, ქალაქების წინაშე არსებულ სხვადასხვა გამოწვევის შესახებ და პანელური დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის თემაზე, თუ როგორ უნდა ვმართოთ ხვალინდელი ქალაქები უკეთესი განვითარებისთვის.
რეგიონულ ფორუმში მონაწილეობენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, სპეციალური სტუმრები: გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი და ბრიუსელის გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილე.
მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მერებისა და მათი გუნდების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ქსელს 400-ზე მეტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ჰყავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 872
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები