ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბიუსტის განთავსების საკითხი
19 სექტემბერი 2023
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქ. ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქ. N2-ში, ჰაიდარ აბაშიძის ბიუსტის განთავსების საკითხი განიხილეს. ,,ბათუმელთა დარბაზის" კორესპოდენციაში აღნიშნულია, რომ ბიუსტის განთავსება ჰაიდარ აბაშიძის დაბადებიდან 130 წლისთავს უკავშირდება. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი განსახილველად სახელდების მუდმივმოქმედ სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 892
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები