2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა!
ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო მუნიციპალური ბაღების ჩამონათვალს ორი ახალი - 35-ე და N36-ე საბავშვო ბაღი შეემატა, ხოლო მესამე - ბარცხანის დასახლებაში მდებარე მე-20 საბავშვო ბაღი, რომლის სრული დემონტაჟი შარშან განხორციელდა, წელს საზეიმოდ გაიხსნა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებსა და პედაგოგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ, საკრებულოს წევრებმა, თვითმმართველობისა და აჭარის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთად მიულოცეს.
ახალგახსნილ ბაღებში აღსაზრდელებისთვის მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე სივრცეები, სათამაშო მოედნები და ატრაქციონები. გათვალისწინებულია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება, ბაღები მომარაგებულია ყველა საჭირო ლიტერატურითა და სხვადასხვა რესურსებით, რაც ხელს უწყობს ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, გაწერილია ბავშვზე მორგებული კვების რაციონი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სანიტარია-ჰიგიენის კუთხით მომარაგებულია სადეზინფექციო საშუალებები, ასევე პირველადი დახმარების მედიკამენტები და სამედიცინო ეკიპირების საშუალებები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წელს, გასულ წელთან შედარებით, აღსაზრდელთა ლიმიტი 735 ერთეულითაა გაზრდილი.
სამივე ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.