2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმში ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) ყოველწლიური მე-12 ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველო CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში მონაწილეობს.
ღონისძიებაში CORLEAP-ის წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 50 - მდე დელეგატი, ასევე ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.
CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი.