2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელა.
კომისიის წევრებმა დღესვე განიხილეს , ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულებების პროექტებში ცვლილებები შპს „სქაი ბათუმი“-სთვის და შპს „გრინ ქეიფ რეზიდენსის“-თვის, ხოლო განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ ცვლილებები შპს „დდ გროუპ 2022“-სთვის და შპს „ინვესტ ჯგუფის“-თვის.
კომისიამ ასევე, განიხილა ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N117ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე N 05.26.03.013 მშენებარე სასწავლო დაწესებულების მშენებლობის - განსაკუთრებული მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად ცნობის და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ განკარგულების პროექტი და ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტი.
კომისიაზე წარმოდგენილ შვიდ საკითხს, ბათუმის საკრებულო ხვალ, მორიგ სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავს და სავარაუდოდ დაამტკიცებს.