ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
24 აგვისტო 2023
 

დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.
კომისიამ პირველ საკითხად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.
დღესვე კომისიამ, მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“განხორციელების მიზნით საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით,
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცა თანხმობა განახორციელოს მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ მოსარგებლე შერჩეული ოჯახებისათვის ქალაქ ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №82-ში, №05.26.02.147 საკადასტრო კოდით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე №1, №2, №3 და №4 კორპუსებში არსებული (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, 20 წლის ვადით გადაცემა, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის სანაცვლოდ.
სხდომაზე, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის
განსაზღვრისა და აუქციონის პირობებისა და ჩატარების პროცედურის დადგენის
შესახებ დადგენილების პროექტიც მიიღეს. პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი უნდა განისაზღვროს 8 020 424 (რვა მილიონ ოცი ათას ოთხას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
კომისიის გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 7300 კვ.მ. მეორადი ქვაფენილის ეკლესია/მონატრების და გიმნაზიების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-სათვის უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს დაუჭირეს მხარი და მათი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს. მორიგი სხდომა ხვალ, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1030
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები