ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მემორიალური დაფის გახსნა
23 აგვისტო 2023
 

დღეს ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქ.N-3-ში, ბათუმის მთავარი არქიტექტორის (1945-1953წლებში), კახა ჯავახიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ივანე ჯავახიშვილის ვაჟის, კახა ჯავახიშვილის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2022 წლის 31 ოქტომბერს მიიღო.
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, კახა ჯავახიშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1915 წელს. 1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. იყო აჭარის კომისარიატთა საბჭოსთან (შემდგომში მინისტრთა საბჭოსთან) არსებული არქიტექტორთა (შემდგომში არქიტექტურისა და მშენებლობის) სამმართველოს უფროსი, ბათუმის მთავარი არქიტექტორი. მისი ნამუშევრებია: ბათუმში - საზაფხულო თეატრი (1949, ბ. კირაკოსიანთან ერთად), რევოლუციის სახალხო მუზეუმი (1955); თბილისში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი (60-იანი წწ.), საქართველოს ქალაქების გენერალური გეგმები (ბათუმი, ქობულეთი, სამტრედია და სხვა ავტორთა კოლექტივებთან ერთად). იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი, აჭარისა და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე, ქალაქის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ესწრებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 982
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები