ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
21 აგვისტო 2023
 

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად სამრეწველო უბანში, სამების პირველი ჩიხის მაცხოვრებლებს შეხვდა.
აღნიშნულ უბანში დაგეგმილია სკვერის რეაბილიტაცია, ტენდერი უკვე გამოცხადდა, პროექტის ღირებულება კი 615 ათას ლარს შეადგენს.
ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე მიმდინარეობს მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობა. ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია, ხიდების მოწყობა და ლიფტების მონტაჟი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 917
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები