ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
20 ივლისი 2023
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი და ქ.ბათუმში, ადლიის ქ. N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხი განიხილეს.
ბათუმის ბიუჯეტის განხილვისას აღინიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში იზრდება გარკვეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება. კერძოდ, დაფინანსება იზრდება შემდეგ ღონისძიებებზე: გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობა, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა, გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ღონისძიებები, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა, ქალაქის გამწვანების ღონისძიებები.
კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, ბათუმის მიმდინარე წლის საბიუჯეტო ასიგნებები 23 მლნ 200 ათასი ლარით იზრდება.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა, ხვალ, 21 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1287
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები