ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია
20 ივლისი 2023
 

საკრებულოში, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე, ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი ცვლილების პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, ბათუმის ბიუჯეტი 23 მლნ 200 ათასი ლარით იზრდება.
პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ნაწილში ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში. თანხები მიიმართება ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
სხდომაზე განიხილეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი, რომლის მიღების მიზანს შემდგომში ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის ექვსი ავტობუსის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს.
ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები და ინასარიძის ქ. N3-ის მიმდებარედ არსებული 39,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 21 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1189
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები