2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
განათლების მიმართულებით, ცვლილებები იგეგმება ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფინანსებაში. კერძოდ, 3 ახალი საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღის პერსონალისათვის შრომის ანაზღაურების მუხლში ემატება 231 000 ლარი.
იზრდება ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები. არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში თანხა ემატება მუსიკალური ინსტრუმენტების - პიანინოების, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის, სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის სერვერისა და მასთან დაკავშირებული კომპიუტერული მოწყობილობების შეძენის მიზნით.
საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაციის ნაწილში 500 ათასი ლარით დაფინანსდება - პ. მელიქიშვილის N8-ში N4 საბავშვო ბაღის შენობის კეთილმოწყობის (დემონტაჟი-მშენებლობა-გამაგრება-რეაბილიტაცია) მრავალწლიანი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 2023-2024 წწ. 2,500,000 ლარს შეადგენს;
სპორტის მიმართულებით, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება იზრდება 111 ათასი ლარით, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა - 827 ათასი ლარით, ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ ცენტრს ემატება 10 ათასი ლარი, სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას კი - 170 ათასი ლარი;
კულტურის მიმართულებით, კულტურული ღონისძიებების მართვის ღონისძიების დაფინანსება იზრდება 2750 ლარით, კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების
მხარდაჭერა - 50 ათასი ლარით, ახალგაზრდული ცენტრის დაფინანსება იზრდება 15 ათასი ლარით, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა - 4000 ლარით.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, ბიუჯეტის პარამეტრები 23 მლნ 200 ათასი ლარით იზრდება.
სხდომაზე ასევე განიხილეს ,,ბათუმელთა დარბაზის” კორესპონდენცია ქ. ბათუმში, ს. ზუბალაშვილის ქ. N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ოთარ მიქელაძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა, ხვალ, 21 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.