ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
18 მაისი 2023
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ორი საკითხი განიხილეს.
კომისიამ განიხილა ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - (ფაზა V)“-ის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასთან ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.
განკარგულების პროექტის მიღების მიზანია კომუნალური ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლის და წყალარინების სისტემების მოწყობა და გამართული ფუნქციონირება ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ადლიის წყალანირების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოება, აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალანირება, ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი მკვებავი ხაზის მშენებლობა, მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმარდობის გაზრდა, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის გამართვა. სესხის ოდენობა შეადგენს 53 მლ. ევროს, ასევე გამოყოფილია 2 მლ. ევროს გრანტი თანმდევი ღონისძიებებისთვის. ამავე პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დამატებით გაიღებს 25 მლნ. ევროს ხარჯებს.
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია აჭარის რეგიონში, რომელიც გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „აჭარის ფეხბურთის ფედერაციისთვის“ სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ბათუმის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.
განკარგულების პროექტის თანახმად, სპორტულ - გამაჯანსაღებელი მიმართულების, ფეხბურთის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, იგეგმება ა(ა)იპ „აჭარის ფეხბურთის ფედერაციას“ სიმბოლურ ფასად, 10 წლის ვადით სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ურეხში მდებარე 8675,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სპორტული მოედანი) მასზე განთავსებული 68,20 კვ.მ. შენობა-ნაგებობით და მომიჯნავედ მდებარე 140,0 კვმ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 68,68 კვმ შენობა-ნაგებობით . გამომდინარე იქედან, რომ მოედნის და შენობის მოწესრიგება/მოწყობა დაკავშირებულია ა(ა)იპ „აჭარის ფეხბურთის ფედერაციის“ მიერ მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევასთან, სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრება სიმბოლური 500,0 ლარის ოდენობით.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 19 მაისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1170
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები