2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების ცერემონია
17 მაისი 2023
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და საკრებულოს წევრები, დღეს, 16-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების, 1000 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრნენ.
ახალი სასწავლო დაწესებულების საძირკველში სიმბოლური კაფსულა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ჩაუშვეს.
ახალ სკოლაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები განთავსდება.
მნახველთა რაოდენობა: 1108
ბმულები