2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციაზე მომუშავე კომპანია - ,,სითი ინსტიტუტი საქართველო“–მ საკრებულოში დღეს ქალაქ ბათუმის განვითარების ხედვის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა.
კომპანიის წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს წარუდგინეს და მათთან ერთად განიხილეს ბათუმის განვითარების ხედვის დოკუმენტი, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტულ ღირებულებებსა და მიმართულებებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნულ ხედვაში გაცხადებულია განვითარების ზოგადი (სტრატეგიული) მიზნები და მუნიციპალიტეტის სამომავლო სურათი იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების საპასუხოდ, რომლებიც გამოვლინდა დარგობრივი კვლევებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის შედეგად.