2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებს უმასპინძლეს.
სტუდენტები დაინტერესდნენ ბათუმის საკრებულოს დარგობრივი კომისიების საქმიანობით, სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით. ახალგაზრდებმა შეკითხვებით მიმართეს საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ისაუბრეს მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდის ტენდენციებთან დაკავშირებით, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე, ასევე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულ მუნიციპალურ პროგრამებსა და ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე. საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროგრამებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს.
შეხვედრა სტუდენტთა ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის ,,დებატების კლუბის“ ფარგლებში გაიმართა.