2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ღია მმართველობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტსა და USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ და ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოაწერეს.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის მთავარი თემები მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საკანონმდებლო ზედამხედველობის საკითხებს უკავშირდებოდა.
შეხვედრის მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში მიმოიხილეს ბათუმის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ციფრული სერვისების მიწოდების მხრივ არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ასევე ისაუბრეს საკანონმდებლო ზედამხედველობის არსებულ პრაქტიკასა და ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტების დანერგვის პერსპექტივებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი გამოცდილების გათვალისწინებით.
ღია მმართველობის კვირეული წარმოადგენს გლობალურ აქტივობას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, რომელიც აერთიანებს რეფორმატორებს მთავრობის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, ასევე, იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესონ ძალისხმევა მოქალაქეთა საჭიროებებზე უკეთ საპასუხოდ.