ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა
10 მაისი 2023
 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის პირველადი ვერსიის მომზადების მიზნით დღეს ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის წევრებთან და აპარატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია PMCG-ის ექსპერტი ნინო ლოლაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1091
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები