ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, სკოლა ,,მონპარნასის“ მოსწავლეებს უმასპინძლეს.
04 მაისი 2023
 

ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, სკოლა ,,მონპარნასის“ მოსწავლეებს უმასპინძლეს. საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე, საკრებულოს წევრები – ნატალია ძიძიგური და ასლან ბალაძე სკოლის მოსწავლეებს თვითმართველობის ძირითად არსსა და კომპეტენციებზე ესაუბრნენ. მოსწავლეები დაინტერესდნენ ქალაქში ეკო–ტრანსპორტის სისტემების დანერგვის საკითხებით, ასევე, განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნენ ლუკა ასათიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას, რომლითაც სტუდენტები სარგებლობენ.
საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საკრებულოს წევრთა სამუშაო გარემო დაათვალიერებინეს და ბათუმის ისტორიიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
სამოქალაქო განათლების ფარგლებში ბათუმის საკრებულოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები პერიოდულად სტუმრობენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1119
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები