ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ბათუმის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან
03 მაისი 2023
 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში სახალხო დამცველის წარმომადგენლობამ ბათუმის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებსა და საქართველოში თანასწორობის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, ასევე, სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა მექანიზმის შემუშავების საკითხებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანასწორობის მიღწევის პროცესში კვლავ არაერთი გამოწვევაა, რაც, ძირითადად, თანასწორობის პრინციპების პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის პრობლემას და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არსებულ სტერეოტიპებს უკავშირდება. სახალხო დამცველის წარმომადგენლების განცხადებით, არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, არსებითია სახელმწიფოს მხრიდან თანასწორობის დაცვის შესახებ ერთიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შემუშავება და საჯარო პირების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1079
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები