2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.
კომისიამ პირველ საკითხად მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა, საანგარიშო პერიოდში: მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემოსულობების ნაწილში შესრულდა 100 პროცენტით, ხოლო გადასახდელების ნაწილში – 83,9 პროცენტით.
კომისიის წევრებმა, დღესვე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებზეც იმსჯელეს..
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 20,000.0 ათასი ლარით და ის 338,000.0 ლარს შეადგენს.
ნამატი თანხა ძირითადად, სოციალურად დაუცველ, ჯანმრთელობის, სოციალურ და სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებულ პირთა დახმარებას და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
დღესვე კომისიამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული 101,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.35.25.328 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტი, ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში მდებარე შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობისათვის დამზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტი განიხილა. ვინაიდან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდულია ,,ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში მდებარე შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც არსებული სახით ვეღარ განხორციელდება და საჭიროებს ადაპტირებას. შესაბამისად, მისი შემდგომი ადაპტირების მიზნით, აუცილებელია საზოგადოების კაპიტალში შეტანილ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული ქ. ბათუმში,ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში მდებარე შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია . აღნიშნულის განსახორციელებლად კი საჭიროა ზემოხსენებული დოკუმენტაცია საკუთრებაში გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
სხდომაზე ასევე, განიხილეს ქ. ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხიდის საყრდენების განთავსებაზე შპს „ელთ ბილდინგი“-სათვის თანხმობის მიცემის თაობაზე განკარგულების პროექტი.
ქალაქ ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებასა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №94-96-ის მიმდებარედ ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამული ღონისძიების (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმის) განსაზღვრის შესახე განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ა(ა)იპ ,,ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“-ს პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიისა (2023-2026 წწ) და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში მდებარე N8 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ, საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ქ. ბათუმში დასახლება გონიოში არსებული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის (პლაჟის მონაკვეთების) საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. პროექტის მიხედვით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2023 წლის 20 აპრილის №002615323 დასკვნის თანახმად ქ. ბათუმში, გონიო-კვარიათის დასახლებაში არსებული 68775.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №05.36.26.873) საბაზრო ღირებულება ჯამში შეადგენს 48 348 571,0 ლარს, 1. კვ.მ მიწის საბაზრო ღირებულება შეადგენს 702,9 ლარს, 5% - 35,1 ლარი.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას კი მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოთაღნიშნული მიწის ნაკვეთისს 1 კვ.მ.-ს საწყისი წლიური სარგებლობის საფსური განისაზღვროს 35, 0 ლარით.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს დაუჭირეს მხარი და მათი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს. მორიგი სხდომა ხვალ, 11 საათზე გაიმართება