2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დასაქმების ფორუმი 2023 გაიხსნა
26 აპრილი 2023
დასაქმების ფორუმი 2023 გაიხსნა
საკრებულოს თავმჯდომარე- რამაზ ჯინჭარაძე, სასტუმრო შერატონში გამართულ დასაქმების ფორუმი 2023 წლის საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო და მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში -„შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გამოწვევები და ანალიზი რეგიონალურ ჭრილში“.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სოციალურად დაუცველთა რეგისტრაციას შრომის ბაზარზე და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.
დღესვე, საზოგადოებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების საპილოტე პროექტიც წარუდგინეს და მისი მთავარი არსი გააცნეს.
მნახველთა რაოდენობა: 1103
ბმულები