ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა პროექტის ფარგლებში
13 აპრილი 2023
 

ბათუმის მუნიციპალიტეტში თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, Erasmus+_ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში” (SQUARE) ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
პროექტის კოორდინატორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირმა გრძელიძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს რამაზ ჯინჭარაძეს, ქალაქის ვიცე–მერს ლევან დავითაძესა და საკრებულოს წევრებს აღნიშნული პროექტის მიზანი გააცნო და პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა შესთავაზა.
როგორც თსუ–ს წარმომადგენელმა აღნიშნა, „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ თსუ-მ მოიპოვა და მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. პროექტი წარმატებულად ხორციელდება თსუ-ის კოორდინატორობით. უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას და ორიენტირებულია, გაზარდოს საუნივერსიტეტო საზოგადოების შესაძლებლობები, სწორად დაგეგმოს მესამე მისიის აქტივობები და შეაფასოს შედეგები. პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან. მესამე მისიის კომპონენტის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა და "მუნიციპალიტეტი-აკადემია" თანამშრომლობის გაძლიერება“.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპული მუნიციპალიტეტებისა და უნივერსიტეტების თანმამშრომლობის გამოცდილებასა და იმ რესურსებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომლის შეთავაზებაც საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს მუნიციპალიტეტებისთვის შეუძლიათ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი თამარ სირაძე, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები – ლევან ცხოიძე, გოჩა მგელაძე და მინდია გოგუაძე.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1205
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები