2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს წევრთა ინიციატივით, საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გაიმართა.
საანგარიშო პერიოდში:
მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემოსულობების ნაწილში შესრულდა 100 პროცენტით, ხოლო გადასახდელების ნაწილში – 83,9 პროცენტით.
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 266 189,4 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი – 266 134,2 ათასი ლარი.
ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 293 999,2 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ – 246 557,3 ათასი ლარი.
2022 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა შემდეგი პროგრამების დაფინანსება:
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება;
- ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება;
- განათლება;
- კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
- ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
- ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და სივრცითი განვითარება;
- მუნიციპალური სერვისების განვითარება.
მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყველიტებას ბათუმის საკრებულო, რეგლამენტის შესაბამისად, პირველ მაისამდე საკრებულოს სხდომაზე მიიღებს.
მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულია საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: იხ:https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1203