ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
10 თებერვალი 2023
 

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ დღეს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილა, მათ შორის, ქალაქ ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, პროექტით დაგეგმილი ცვლილების შესაბამისად, იზრდება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებათა დაფინანსება, რაც ჯამში 33 მლნ 50 ათას ლარს შეადგენს.
სხდომაზე იმსჯელეს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებებზე.
განიხილეს დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტის პროგრამის ,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში, ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. N82–ში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინების ღირებულებისა და ბენეფიციართა მიერ ყოველთვიური გადასახადის ოდენობის განსაზღვრის შესახებ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის ქ. N6–ის მიმდებარედ არსებული 44,00 კვ/მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1230
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები