ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების , კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
10 თებერვალი 2023
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე. პროექტის მიხედვით, პროგრამულ ჭრილში განათლების მიმართულებით დაფინანსება იზრდება, მათ შორის, 4,503,3 ლარით - განათლების პროგრამის დაფინანსება, ხოლო კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის მიმართულება – 1,688.2 ლარით.
კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრები საბიუჯეტო ცვლილებების საკითხს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ, ხოლო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხს, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, ენვერ ხაბაძის ბიუსტის განთავსების თაობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო მას შემდეგ განიხილავს, როცა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია გადაეგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბიუსტის განთავსებასთან დაკავშირებით მირებული იქნება დადებით პასუხი, ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანების №05/13 საფუძველზე.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა 13 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1196
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები