ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სკოლა “მასტერკლასი"
08 დეკემბერი 2022
 

დღეს ბათუმის საკრებულოში სკოლა “მასტერკლასის” მოსწავლეებს უმასპინძლეს.
მერვე კლასის მოსწავლეებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, გასვლითი გაკვეთილი ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში ჩაუტარდათ.
მოსწავლეებს თვითმმართველობის ისტორია და მუნიციპალიტეტის საქმიანობის სპეციფიკა საკრებულოს თავმჯდომარემ გააცნო. ახალგაზრდები ასევე, დაინტერესდნენ სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობის სპეციფიკაზე, უსაფრთხო გარემოსა და სამოქალაქო პასუხიმგებლობაზე.
ახალგარდების მიერ დასმულ შეკითხვებს საკრებულოს წევრებმა ამომწურავად უპასუხეს, დეტალურად აუხსნეს თუ რა როლი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას ქვეყნის განვითარების საქმეში და რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მუდმივმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1304
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები