ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
24 ნოემბერი 2022
 

საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა გრძელდება.
დღეს გაიმართა საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელზეც ბიუჯეტის პროექტი და საკრებულოს დარგობრივი კომისიების მიერ პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი დასკვნები და შენიშვნები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 275,400.0 ათას ლარს შეადგენს და ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად, პრიორიტეტების მიხედვით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 119,982.3 ათასი ლარი;
ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 25,727.1 ათასი ლარი;
განათლება - 34,329.2 ათასი ლარი;
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 18,594.9 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 25,462.2 ათასი ლარი;
ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 1,125.7 ათასი ლარი;
მუნიციპალური სერვისების განვითარება - 9,975.3 ათასი ლარი.
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნა, შენიშვნების გათვალისწინებით, წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნებითურთ, უკან დაუბრუნებს ქალაქ ბათუმის მერს. თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მერი ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არა უგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.
ბათუმის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1295
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები