ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია
22 ნოემბერი 2022
 

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელეს და დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს.
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, დარგობრივ კომისებში განხილვის შემდგომ, პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნა, შენიშვნების გათვალისწინებით, წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნებითურთ, უკან დაუბრუნებს ქალაქ ბათუმის მერს. თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მერი ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არა უგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.
დაინტერესებულ პირებს ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი, განმარტებით ბარათთან და პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, შეუძლიათ იხილონ აქ: https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1182

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1572
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები