ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
21 ნოემბერი 2022
 

საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა გრძელდება.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 275,400.0 ათას ლარს შეადგენს და ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფერო 25,462.2 ათასი ლარით დაფინანსდება, მათ შორის:
ჯანმრთელობის დაცვა –7,876.7 ათასი ლარით;
სოციალური უზრუნველყოფა – 16,635.4 ათასი ლარით;
სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა – 950.1 ათასი ლარით.
პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ბიუჯეტის პროექტის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ სფერობს შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების და ქალაქ ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
კომისიის სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, დარგობრივ კომისებში განხილვის შემდგომ, პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნა, შენიშვნების გათვალისწინებით, წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნებითურთ, უკან დაუბრუნებს ქალაქ ბათუმის მერს. თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მერი ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არა უგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.
ბათუმის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.
დაინტერესებულ პირებს ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი განმარტებით ბარათთან ერთად და პრიორიტეტების დოკუმენტი შეუძლიათ იხილონ აქ: https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1182

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1512
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები