ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ერთი წელი უმძიმესი ტრაგედიიდან
08 ოქტომბერი 2022
 

დღეს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს წევრებმა, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც 429 მაშველი იყო ჩართული, 29 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნანგრევებში მოყოლილი 10 ადამიანიდან ცხრა მათგანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ტრაგედიის ადგილზე მემორიალი განთავსდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1456
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები