ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საინფორმაციო შეხვედრა
30 სექტემბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის ადმინისტრაციების, სტრუქტურული ერთეულების, დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურა ხამაშურიძემ ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და შემდგომ ნაბიჯებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და ევროინტეგრაციის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის შესაძლებლობები.
შეხვედრა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე, ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1466
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები