ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა
28 სექტემბერი 2022
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებმა საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ დარგობრივი კომისიების მიერ შემუშავებული დასკვნები, რის შემდგომაც ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც 29 სექტემბერს, 11 საათზე გაიმართება, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 17 საკითხს განიხილავენ.
ბიუროს სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, განმარტებით ბარათებთან ერთად, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=304&obj=711

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1400
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები